14:43 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-26 10:47:24, 1460 ნახვა

კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - დღევანდელი მონაცემებით, გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ 100-მდე ორსულს აქვს ჩატარებული

„დღევანდელი მონაცემებით, გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ 100-მდე ორსულს აქვს ჩატარებული“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ განაცხადა.

მან ორსულებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიყენონ შანსი და ვაქცინაცია დროულად ჩაიტარონ.

„სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალი რისკის ჯგუფის პირებს, ორსულებს გრიპის უფასო ვაქცინით.  დღევანდელი მონაცემებით, გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ 100-მდე ორსულს აქვს ჩატარებული. გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, გამოიყენონ ეს შანსი, იზრუნონ თავიანთი და მომავალი შვილის ჯანმრთელობაზე და დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია", - განაცხადა ლაგვილავამ.

მინისტრის მოადგილემ წითელაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით 600-მდე დაავადებული პაციენტია დაფიქსირებული.

"რაც შეეხება წითელას, სამწუხაროდ, ფიქსირდება შემთხვევების მატება. დღეის მდგომარეობით წითელათი 600-მდე დაავადებული პაციენტია დაფიქსირებული.  მოგეხსენებათ, სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს  წითელას უფასო ვაქციანაციას და უკვე  17000-მდე პირია აცრილი შესაბამის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში. 

წითელას თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ ვაგრძელებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები შაბათ-კვირის განმავლობაში  გახანგრძლივებული დღის რეჟიმით იმუშავებენ საღამოს 22:00 საათამდე და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს წითელაზე უფასოდ აცრის ჩასატარებლად“, - განაცხადა მაია ლაგვილავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics