|
2019-01-25 19:57:44, 1391 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - შერჩეულ მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება
„შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ძირითად ამოსავალ პრინციპებზე გუნდი შეჯერდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე სათითაოდ იმსჯელებს მოსამართლეობის იმ კანდიდატებზე, ვინც ახალი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევა. „დავასრულეთ უმრავლესობის ორდღიანი შეხვედრა, რომელზეც ძირითადი დრო სასამარლოსთან დაკავშირებული საკითხის განხილვას დაეთმო. ასევე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო სხვა შიდაპარტიული საკითხების განხილვას. ეს იყო შედეგიანი შეხვედრა. შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ძირითად ამოსავალ პრინციპებზე გუნდი შეჯერდა. ეს შედეგი იმაში გამოიხატება, რომ ისე, რომ სამუშაო ჯგუფმა მიზანი შეასრულოს - შეიმუშაოს ეფექტური რეგულაციები, რომელშიც კრიტერიუმზე და პროცედურებზე იქნება საუბარი. ამ შეხვედრის ძირითადი შედეგია ის, რომ სასამართლოსთან მიმართებაში ძირითად პრინციპებზე შეჯერება შევძელით, უმრავლესობა მზად არის თავისი წარმომადგენლების ჩართულობით სამუშაო ჯგუფში სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)