|
2019-01-25 16:49:12, 1370 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე: პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, გუნდში შეთანხმება მიღწეულია
"ქართული ოცნების" წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, უმრავლესობის წევრები დღევანდელ სხდომაზე პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდნენ. ამასთან, დეპუტატის თქმით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იქნება გამჭვირვალე. "შეხვედრის მეორე დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება პრინციპულად მიღწეულია, ახლა ტექნიკურ საკითხებზე მიმდინარეობს შეთანხმებები. როგორც იყო მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" თუნდაც რთული საკითხებიდან, ყოველთვის პოულობს გამოსავალს. ეს გამოსავალი იქნება საზოგადოების ინტერესთან თანხვედრაში, ისე რომ ეს პროცესი, რაც მეტად მნიშვნელოვანია, რაც ეხება ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, სასამართლოს და მისი შერჩევის კრიტერიუმს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს იქნება გამჭვირვალე, აქ დეპუტატებს ექნებათ საშუალება, რომ ინდივიდუალურად საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, ყოველგვარი გუნდური ვალდებულებების გარეშე, ამასთან პროცესი იქნება შედეგზე ორიენტირებული. პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, გუნდში შეთანხმება მიღწეულია", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)