|
2019-01-25 14:24:31, 1474 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის გაზრდას დადებითი გავლენა ექნება საპროცენტო განაკვეთებზე
იმ ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას, რომლის ფარგლებში სესხების ლარში აღება სავალდებულოა, გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენა ექნება საპროცენტო განაკვეთებზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დავოსში, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს რამდენიმე სუსტი მხარე, მათ შორის დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე და მნიშვნელოვანია, გადაიდგას ნაბიჯები მათთან გასამკლავებლად. "ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. დარწმუნებული ვარ, ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენა ექნება საპროცენტო განაკვეთებზეც და ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთები ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად დაიწევს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)