13:58 - 18 Aug, 2026
|
2019-01-25 12:24:28, 1497 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: გუნდში უთანხმოება არსებობდა, მაგრამ ახლა პროცესი სამუშაო კალაპოტშია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე "ქართული ოცნების" დღევანდელ სხდომას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გუნდში დაპირისპირება აღმოფხვრილია. დეპუტატის თქმით, პროცესი სამუშაო კალაპოტში დაბრუნდა. "მინდა გითხრათ ის წინასწარი მოლოდინები, რომელიც გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მედიაში არსებობდა, იყო გარკვეულწილად გაზვიადებული, უთანხმოება რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ პროცესი ახლა არის სამუშაო კალაპოტში და დღესაც ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ თავისი პოზიციები შეაჯეროს. არანაირი დაშლა არ მოხდება. "ქართული ოცნება" პარლამენტში 2020 წლის არჩევნებამდე შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას და ჩვენ არჩევნებზეც გამოვალთ ძალიან ძლიერი პოზიციები თუ", - აღნიშნა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)