14:01 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-25 10:25:45, 1044 ნახვა

საზოგადოება
გვაზაურის ხევისა და დაისის ქუჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება

გასული წლიდან დღემდე ნაძალადევის რაიონშისხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაოები 31 ქუჩაზე შესრულდა. 

ერთ-ერთი რთული პროექტი, გვაზაურის ხევისა და დაისის ქუჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება. აღნიშნულ მონაკვეთზე საყრდენი კედლები აშენდა და საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში,2 200 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ქუჩის ძირითად ნაწილზე ბეტონის მოეწყო, გარკვეულ მონაკვეთზე კი ასფალტის საფარი იგება.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, ასფალტისა და ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა. რელიეფიდან გამომდინარე, გამგეობის კონტრაქტორი კომპანიისთვის საგზაო სამუშაოების შესრულება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა პროექტი წარმატებით სრულდება და მოქალაქეები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევისრაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.პროექტის ღირებულება 174 793 ლარია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს - ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს
ზურაბიშვილი - ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics