|
2019-01-24 19:10:38, 1842 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭო რუსეთს მოუწოდებს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა შეწყვიტოს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რომელთა თანახმად, ასამბლეა რუსეთს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ერთხელ ადასტურებს. რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონში რუსეთის იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელთა მიზანია სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა. „დაუყოვნებლივ შეწყდეს მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მოხდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვა. ამასთან დაკავშირებით, ასამბლეა კვლავ ადასტურებს მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში",-ნათქვამია დოკუმენტში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილებები ერთხმად მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. „ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებულ ცვლილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე პროცესს - მიმდინარე ოკუპაციას და ხელოვნური ბარიერების აღმართვას ეხება. გასულ წელს, სოფელ ატოცში, ამასთან დაკავშირებით მოხდა სამწუხარო ფაქტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სწორედ ამას გამოეხმაურა. ასამბლეამ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები და სრულიად ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, როგორც ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფომ",- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, აღნიშნული რეზოლუციის მიღებით, ევროსაბჭომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ. „ეს განცხადება მნიშვნელოვანია, რადგან ამ რეზოლუციით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და მთლიანად, ევროსაბჭო, კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოს ოკუპაციის პრობლემის მიმართ, ასევე, კიდევ ერთხელ აფიქსირებს დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მთავარია, რომ ყველა რეზოლუცია და დოკუმენტი, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება და ჩვენს მიმართ არსებული ცალსახა პოლიტიკური მხარდაჭერა, მომავალში ქმედებებში გადაითარგმნოს",- განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)