02:22 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 18:11:49, 1573 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე: გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო იყოს გლობალური მნიშვნელობის ეკონომიკური ცენტრი

ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო იყოს გლობალური მნიშვნელობის ეკონომიკური ცენტრი და ამისთვის აუცილებელია, რომ ყველა საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენ ვიყოთ წამყვან ხუთეულში და სამეულში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ამ შედეგებს მიაღწევს, თუმცა არცერთ საერთაშორისო რეიტინგს შედეგი არ ექნება, თუ ის არ მისცემს ქვეყანას სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობას.

„ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს ამბიციური ამოცანები. ჩემთვის არცერთ საერთაშორისო რეიტინგს შედეგი არ ექნება, თუ ის საშუალებას არ მოგვცემს, დავამარცხოთ ჩვენი მეორე ყველაზე მტკივნეული გამოწვევა საქართველოში - სიღარიბე. მაგრამ სწორედ ასეთ საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლაა წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენი ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გავაძლიეროთ და შევქმნათ უფრო მეტი სამუშაო ადგილი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics