|
2019-01-24 16:27:31, 1487 ნახვა
კომენტარი
ბესელია - გარიცხვაზე, წასვლაზე და მოსვლაზე სუბარი არ ყოფილა, ასე ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს
„საკითხები გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე, საერთოდ არ დასმულა, ასე ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრით კმაყოფილია, რადგან ჰქონდა შესაძლებლობა, ეთქვა ყველაფერი რისი თქმაც სურდა. ბესელიას თქმით, პარტიის თავმჯდომარემ შეძლო, არც თუ ისე იოლი სხდომა კონსტრუქციულად, კოლეგიალურად და ეთიკურად წაეყვანა. „დღეს ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სწორედ ლიდერის და მედიატორის ის როლი და ფუნქცია, რომლითაც მან შეძლო, რომ ეს სხდომა წაეყვანა მაქსიმალურად კონსტრუქციულად, კოლეგიალურად და ეთიკურად. ეს იყო კარგი საუბარი. საკითხები გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე, საერთოდ არ დასმულა. გთხოვთ ასე ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს, რადგან აქამდე არ დადის ეს ყველაფერი და არ არის საუბრის ის ფორმა, რა ერთმანეთს უნდა ვაკადროთ. ვიმსჯელეთ განვლილ პროცესებზე. არის საკითხები, რაზეც ერთნაირად ვუყურებთ ამ პროცესს და არის საკითხების რომელზეც შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრება და ესეც ნორმალურია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)