|
2019-01-24 16:04:25, 1262 ნახვა
პოლიტიკა
ქუცნაშვილი: ვინმეს გაძევების საკითხი არ დასმულა - ივანიშვილი იქცეოდა ისე, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი
„ქართული ოცნების“ წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე პარტიიდან ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი არ დამდგარა. როგორც დეპუტატმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დისკუსია ძირითადად სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში არსებულ კრიტერუმებსა და წესებზე წარიმართა. „უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე არ დასმულა ვინმეს გაძევების საკითხი, არავის არ დაუსვამს, არც პარტიის თავმჯდომარეს და არც უმრავლესობის არცერთ წევრს. დისკუსია ძირითადად წარიმართა სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში, იმ ცნობილ საკითხზე, რა საკითხიც აღელვებს საზოგადოებას, ანუ რა წესებს და კრიტერიუმებს უნდა დაეფუძნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ვთქვათ, რა დამატებით ზომებს უნდა მივმართოთ, რომ ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში მკვეთრად გაიზარდოს. დისკუსია გაიმართა ამ თემის გარშემო. ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ ხვალაც გავაგრძელოთ იგივე თემაზე დისკუსია, საკმაოდ ბევრი არის მზად დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად და ამიტომაც არ გვეყო დრო, რომ დღეს დაგვესრულებინა. საკითხი სერიოზულია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია არ იცნობს მსგავსს მაგალითს, როცა უზენაესს სასამართლოს მოსამართლე კანდიდატის შერჩევისას, რომელიმე ორგანო, ეს იყო ძირითადად პრეზიდენტი, რაიმე გასაზომი კრიტერიუმებით შეერჩია კანდიდატები, ის ასახელებდა კანდიდატს და შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა ვიხილავდით. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ საკითხზე ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა. ახლა ჩვენ ვცდილობთ, ერთის მხრივ, მსოფლიო პრაქტიკის მაგალითები და მეორეს მხრივ, პარტიული რეალობის გათვალისწინებით მოვძებნით ის ობიექტური საზომები, რაც დაგვეხმარება სწორი წესების, სწორი კრიტერიუმების შერჩევაში და ნდობა პროცესისადმი მკვეთრად გაიზარდოს“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა. ამასთან, ქუცნაშვილის თქმით, პარტიის თავჯდომარე აქტიურად იყო დისკუსიაში ჩართული, ეკა ბესელია არ არის ერთადერთი, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი, ნუ მივაკუთნებთ ამ თემას ერთ პერსონას. ამ აზრის უკან, რომ წესები და კრიტერიუმები უნდა ყოფილიყო ათეულობით დეპუტატი შემიძლია ჩამოვთვალო. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის არ დაზოგავს არც პირად დროს და არც ენერგიას, რომ იმისათვის, რომ საზოგადოებასთან და გუნდთან მოხდეს შეთანხმება, ის იქცეოდა ისე, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი, როცა ცდილობდა , რომ ყველასთვის მოესმინა, ვინც კი, საკუთარ აზრს გამოთქვამდა. მეც ვერ შევძელი საკუთარი აზრის გამოთქმა, ჩემს წინ ბევრი იყო ჩაწერილი, ამიტომ ვფიქრობთ, ხვალაც გავაგრძელოთ ამ საკითზე მსჯელობა, უნდა დავბადოთ თავისუფალი სასამართლო ხელისუფლება“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)