|
2019-01-23 17:50:42, 1371 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ერთდროულად ორ ბინაში კუსტარულად დამონტაჟენული მილებიდან გაზი ჟონავდა
ვაჟა ფშაველას გამზირის 25-ა-ში მცხოვრები ერთ-ერთი მობინადრის ინფორმაციით, მის აივანზე ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების მიერ შემოწმებისას დადგინდა, რომ მობინადრის მეზობლად, დაკეტილ ბინაში გაზის დიდი კონცენტრაცია იყო. გადაიკეტა სადარბაზოს ონკანი. მეზობლებისა და საპატრულო პოლიციის დახმარებით ბინის მეპატრონე მოიძებნა. სახლში შესვლისას კი დადგინდა, რომ შიდა გაყვანილობა თვითნებურად, კუსტარული წესით, ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული. ბინის მფლობელს მრიცხველიდან გამომავალი რეზინის მილი გადაჭრილი ქონდა და გადაკეცილი იყო მავთულით, მილი, საიდანაც გაზი ჟონავდა (ფოტოზე ჩანს გადაჭრილი მწვანე შლანგი, თეთრი მავთულით გადაკეცილი). გადამოწმებისას გაირკვა, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებს აღნიშნულ ბინაში 2018 წლის 19 ივნისს ჩატარებული აქვს შემოწმება. დარღვევების გამო ბინას გაზმომარაგება შეუწყდა, მეპატრონეს კი უსაფრთხოების ნორმების ზეპირი ინსტრუქცია ჩაუტარდა. ამის მიუხედავად მობინადრემ ბუნებრივი გაზის მიწოდება თვითნებურად აღიდგინა. აღნიშნულ კორპუსში უსაფრთხოების მიზნით დამატებითი შემოწმებისას სპეციალისტებმა თვითნებური გაყვანილობა და დარღვევები კიდევ რამდენიმე ბინაში აღმოაჩინეს. (ფოტოზე ჩანს რკინის მილი რომელიც გადაჭრილია და თაბაშირით ამოვსებული) ყველა მათგანს მიეცა შესაბამისი ინსტრუქცია და ბინებს, სადაც დარღვევები იყო, გაზმომარაგება შეუწყდა. მოვუწოდებთ მოსახლეობას მეტი ყურადღებისკენ და ნუ გარისკავენ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს მსგავსი უკანონო ქცევებით. კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობა ძალიან საშიშია თქვენთვის და თქვენს კორპუსში მცხოვრები სხვა მობინადრეებისთვის.
(NS)
ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს - ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს
ზურაბიშვილი - ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)