02:14 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 17:30:11, 1592 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი მაღალ დონეზე

 ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი მაღალ დონეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - Eurasia in a New Global Context გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს  თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება  უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში.

„საქართველოს სრულად გააზრებული მისწრაფებაა ნატო-სა და ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანება.  თუმცა, ამავდროულად, როგორც პანელის მონაწილემ ბრძანა, ცენტრალურ აზიაში დიდია აუთვისებელი პოტენციალი. ამ მხრივ მთავარი დაბრკოლების დაძლევას წარმოადგენს გლობალურ ეკონომიკაში წარმოჩინებისთვის ტრანსპორტის და ლოგისტიკის გამართვა.  საქართველოში ღრმაწყლოვან პორტს ვაშენებთ, რათა ამ ქვეყნებს დავეხმაროთ დანარჩენ მსოფლიოსთან ვაჭრობაში, ლოგისტიკის ხარჯების შემცირებაში, მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაში“,  - აღნიშნა პრემიერმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics