|
2019-01-23 17:08:36, 1303 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე - სამწუხაროდ, ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია, ჩვენი პასუხი კი ამ გამოწვევაზე მდგომარეობს დემოკრატიის კონსოლიდაციაში
სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი დგამს აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი პასუხი კი ამ უმტკივნეულეს გამოწვევაზე მდგომარეობს ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციაში და ჩვენი ეკონომიკის სწრაფი და მდგრადი განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - Eurasia in a New Global Context გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საერთაშორისო მისწრაფებებზე და აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია. "ჩვენი ფესვები არსით ევროპულია. შესაბამისად, ჩვენი მსოფლმხედველობაც ევროპულია. აი, მაგალითად, თქვენ დასვით კითხვა ნატოსთან დაკავშირებით. საქართველოს შესვლა ნატოში იქნება თავად რეგიონის ინტერესებში. რატომ? იმიტომ, რომ რეგიონი გახდება უფრო პროგნოზირებადი და მდგრადი. ჩვენს რეგიონს სჭირდება სტაბილურობა. რეგიონში არსებობს წარმატების ყველა ეკონომიკური წინაპირობა. ჩვენს მიერ გატარებული რეფორმებით საქართველომაც დაადასტურა, რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს გარდაქმნა თანამედროვე ევროპულ ქვეყანად, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა და სახეზეა ყველა ის მიღწევა, რომელთაც ესოდენ ნათლად ცხადყოფს საერთაშორისო რეიტინგები. ამასთან, რთულ მომენტებშიც საქართველომ დაადასტურა, რომ მას შეუძლია შესაბამისი ამოცანების შესრულება და სტაბილურობის, უსაფრთხოების და პროგნოზირებადების უზრუნველყოფა. შეიძლება გქონდეს შესანიშნავი საგადასახადო რეჟიმი, მაგრამ სტაბილურობის და პროგნოზირებადების პრობლემების გამო, არც ერთი ინვესტორი არ შემოვა ქვეყანაში. ჩემი აზრით, ჩვენი მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით ემსახურება მთლიანად რეგიონის ინტერესებს, რადგან ეს თავად რეგიონს დაეხმარება თავისი დიდი ეკონომიკური ღირებულების გამოყენებაში, რომელიც დრეს ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)