|
2019-01-23 13:31:02, 1460 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა: კალაძეს ვურჩევდი, გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან, ნე მეტოლება
„კალაძეს ვურჩევდი, ჩემი ჩრდილიდან გამოვიდეს - ნუ მეზომება, ნუ მეტოლება, თუ რაიმეს კარგად გააკეთებს, მხოლოდ გამიხარდება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, უკანონო მის გადაწყვეტილებაში არაფერი ყოფილა და ეს დაადასტურა სასამართლომ. „კალაძე, რიჟა არიან ერთი თავის ორი ფეხი. ისინი საზოგადოებას დღეს ატყუებენ. ერთმანეთის გამომრიცხავ რამეს ამბობენ ნახევარი საათის განმავლობაში. ჯერ ამბობენ, რომ რა ვქნათ, სასამართლოს გადაწყვეტილებააო. ახლა ამბობენ, რომ არ აშენდება, მერე ნახევარ საათში ისევ გვეტყვიან, რომ რა ვქნათ, ისევ სასამართლოს გადწყვეტილებაა. გამოსავალი ამ სიტუაციაში არის შემდეგი. სამართლებრივად რომ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, ეს იცის კალაძემაც და ეს დაადასტურა სასამართლომაც. შესაბამისად, დღეს მიუხედავად იმისა, რას გვეტყვის კალაძე, მას აქვს სრული ლეგალური შესაძლებლობა, არ განაახლოს ეს მშენებლობა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდაზე ინვესტორთან და მონახოს საერთო ენა. მას აქვს ბევრი არგუმენტი, მათ შორის ახალი გენგეგმა, რომელსაც თვითონვე ლობირებს. ამიტომ ყველა ეს საუბარი მისი მხრიდან, სასაცილოა. მე კალაძეს ვურჩევდი, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან. ნუ მეზომება, ნუ მეტყოლება. თუ რამე კარგს გააკეთებს მე მხოლოდ გამიხარდება“, - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, კახა კალაძემ გიგი უგულავას კორუმპირებული უწოდა. საქმე ეხება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემას, რომელიც გიგი უგულავამ მერობის დროს არის გაცემული.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)