|
2019-01-23 09:34:18, 1336 ნახვა
პოლიტიკა
იზორია ამერიკულ სამხედრო ხომალდზე გამართულ მიღებას დაესწრო
ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი „დონალდ კუკი" იმყოფება. ამერიკულ ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. ცერემონიის მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართა. ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნული ხომალდის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი. ოფიციალური მიღების ცერემონიამდე ხომალდის კაპიტანმა მეთიუ პაუელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს გემი დაათვალიერებინა და მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააცნო. ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როზ უილსონი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ახორციელებენ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს, რათა გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები. "დონალდ კუკი" საქართველოში მეორედ იმყოფება. ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 იანვრამდე დარჩება და სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად სხვადასხვა წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას. ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლა მიზნად ისახავს სტაბილურობის განმტკიცებას შავ ზღვასა და მთლიანად რეგიონში.
(NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)