13:59 - 18 Aug, 2026
|
2019-01-22 18:12:25, 1639 ნახვა
კომენტარი
მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად გარემოვაჭრეებს 3-დღიანი ვადა მიეცათ
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად გარემოვაჭრეებს 3-დღიანი ვადა მიეცათ. როგორც მცხეთის მერმა აღნიშნა, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია მერიას არ ეკუთვნის, შესაბამისად, გარევაჭრობის ნებართვის გაცემის უფლება მუნიციპალიტეტს არა აქვს. „მათ მიეცათ სამდღიანი ვადა. მაგრამ მე მინდა, მოგახსენოთ ისიც, რომ ეს ჩვენგან აკრძალვა, როგორც ასეთი, არ არის, უბრალოდ, ტერიტორია, რომელზეც დღეს გარევაჭრობა მიმდინარეობს, არ ეკუთვნის მცხეთის მუნიციპალიტეტს. აქედან გამომდინარე, მცხეთის მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიაზე ვაჭრობის ნებართვას ვერ გასცემს. რადგან მე ნებართვას ვერ გავცემ, ამიტომ არის ის აკრძალვა“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)