02:14 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-21 13:33:30, 1539 ნახვა

პოლიტიკა
გვრიტიშვილი საპროტესტო აქციაზე: მანიფესტით დადასტურდა, რომ ეს არის დევნა ჩვენს მიმართ

 „მანიფესტით დადასტურდა, რომ ეს არის დევნა ჩვენს მიმართ“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნების საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორების განცხადებებიდან ცალსახად გამოჩნდა, რომ მათი მიზანი არ არის ფართო დისკუსიის საფუძველზე მოხდეს იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეები უნდა შეირჩეს.

 „ფარსია იმაზე საუბარი,რომ თურმე, ფართო ჩართულობით მოხდეს მსჯელობა კრიტერიუმების განსაზღვრაზე, რომელის მიხედვითაც შეირჩევიან და პარლამენტს წარედგინებიან კანდიდატები, უზენაესი სასამართლოსთვის. ეს არის ფარსი, იმიტომ რომ დღეს საბოლოოდ დადასტურდა ამ ე.წ. მანიფესტით, რომ ეს არის დევნა ჩვენს მიმართ, როგორც კაპიტანმა გიგაურმა დაადასტურა თავსი ერთ-ერთ ინტერვიუში, საუბარია 20 ადამიანზე,რომელიც მისი თქმით, თუ მოშორდება სისტემას, სისტემა გაჯანსაღდება“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics