|
2019-01-21 11:21:52, 920 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის საერთაშორისო კონგრესის გახსნის ცერემონიას დაესწრო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-18 საერთაშორისო კონგრესის გახსნის ცერემონიას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ღონისძიების თბილისში ჩატარება, ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე დადებით გავლენას მოახდენს. „დღეს, აქ სწორედ ის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ქმნიან ტურისტულ ამინდს. მე, რა თქმა უნდა, როგორც თბილისის მერი, მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა იმართება საქართველოს დედაქალაქში. ძალიან მიხარია, რომ თბილისი შედის ტოპ ათეულში იმ ქალაქებს შორის, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა მოინახულოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში, ღონისძიების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ მონაწილეები საქართველოს რეგიონებსაც ეწვევიან და ქართულ კულტურასა და ტრადიციებს გაეცნობიან. „როგორც ვიცი, გარდა კონგრესის ძირითადი სამუშაო ნაწილისა, ღონისძიება მოიცავს თბილისის პრე და პოსტ ტურებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ასევე, ჩვენი სტუმრებისთვის. ღონისძიების ფარგლებში, ზოგიერთი მონაწილე პირველად, ხოლო სხვები კიდევ ერთხელ გაეცნობიან ჩვენი პატარა და მრავალფეროვანი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. გიდების ასოციაციების მსოფლიო ფერედერაცია ტურისტული გიდების საერთაშორისო სტანდარტებს განსაზღვრავს და ნაციონალური თუ მსოფლიო ტრენერების მომზადებას უზრუნველყოფს. საერთაშორისო კონგრესს 60 ქვეყნის ასზე მეტი ტურისტული გიდი და ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიებას თბილისი 20 იანვრიდან 25 იანვრამდე უმასპინძლებს.
(NS)
ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს - ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს
ზურაბიშვილი - ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)