|
2015-06-16 18:31:07, 436 ნახვა
საზოგადოება
სამხედროები სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას 3 უბანზე ასრულებდნენ
ამინდის გაუარესების გამო და უსაფრთხოების მიზნით, სტიქიის ზონაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფმა ამ ეტაპზე სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჩერა. დღეს დილიდან სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩაერთო. სამხედრო მოსამსახურეები სვანიძის ქუჩის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ. „დილიდან ადგილზეა ჩვენი ბრიგადის პირადი შემადგენლობა. სვანიძის ქუჩა ერთ-ერთი რთული არეალია. მზად ვართ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ მოსახლეობის დასახმარებლად“, - განაცხადა I საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზურაბ თაბუკაშვილმა. დილიდან, მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე სოფელ ახალდაბაში გაწმენდითი სამუშაოები შეასრულეა IV მექანიზირებული ბრიგადის ასეულმაც. სამხედრო მოსამსახურეებმა ადგილორბივი მოსახელობის სახლები და მისასვლელი გზები გაწმინდეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები გაწმენდისა და აღდგენით სამუშაოებში პირველივე წუთებიდან მონაწილეობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში 50-მდე ერთეული მძიმე ტექნიკაცაა ჩართული. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის პირადი შემადგენლობა ვერეს ხეობაში, პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებს გაწმენდით სამუშაოებს. ზოოპარკის ტერიტორიაზე კი, რომელიც ზემოაღნიშნულ უბნებთან ერთად, ერთი-ერთი ყველაზე რთული ობიექტია, საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა მუშაობს. თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში გაზარდოს, როგორც პირადი შემადგენლობა, ასევე, ტექნიკური საშუალებების რაოდენობა. როგორც თავდაცვის მინისტრმა გუშინ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები სამაშველო ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას აგრძელებს. “ჩვენთვის დიდი პატივია ვემსახურებოდეთ ჩვენს მოქალაქეებს ყოველთვის, ყველგან, ნებისმიერ ვითარებაში და ბუნებრივია, არც ეს დღეებია გამონაკლისი და განსხვავებული“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. სარეაბილიტაციო სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეროვნული გვარდიაც. თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ გმირთა მოედანზე, ზოოპარკისა და ვერეს ხეობაში პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების, გაწმენდისა და სამძებრო სამუშაოები შეასრულეს. ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრ „ბაზალეთისა“ და საშტაბო ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა კი სვანიძის ქუჩასა და ვარაზისხევის სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)