|
2019-01-18 15:24:20, 1398 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ანძაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ, მიშას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს [ვიდეო]
„ანძაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ“ - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელმაც საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების გამოძიების ფარგლებში კახა კალაძე დაკითხოს. კალაძემ ხაბეიშვილს არასერიოზული ადამიანი უწოდა და აღნიშნა, რომ მან არ იცის თუ როგორ უპასუხოს ასეთი ადამიანის განცხადებას. „არ ვიცი, ხაბეიშვილს, ამ არასერიოზულ ადამიანს რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო. თუმცა ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით: ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო - ესენი არიან ერთი ტიპის ადამიანები, რომელთა განცხადებები და მესიჯებიც არის ერთგვარი, ერთიან შინაარსს შეიცავს. ამ ადამიანებს არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო, თუმცა ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ ალბათ მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით. ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ რესტორნის სახით...თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ ამ ადამიანებს, ვინც აქ ჩამოვთვალე, იქ აბრძანდნენ და... ნუ მიშას არ გამოუვა, მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, კალაძეს ჟურნალისტმა მიმართა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის განცხადების გამო მას ისევ გააკრიტიკებდნენ, თუმცა თბილისის მერმა მიუგო, რომ "როგორი გამონათქვამებიც აქვთ ოპოზიციონერებს, ისეთივე პასუხი გასცა".
ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს - ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს
ზურაბიშვილი - ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)