|
2019-01-16 14:55:17, 1855 ნახვა
კომენტარი
ნათელაშვილი: ჯვრის მონასტერი შემოსეულ მტერსაც არ დაუკეტავს და ჯიპიანმა მამაომ შეძლო
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჯვრის მონასტრის გარშემო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. "მეექვსე საუკუნიდან დღემდე მცხეთაში ჯვრის მონასტრის დაკეტვა ვერავინ, თვით შემოსეულმა მტრებმაც ვერ გაბედეს და ეს შესძლო ერთმა ჯიპიანმა მამაომ გარე მოვაჭრეებთან წილების მოთხოვნის მოტივირებით. გამახსენდა კაზანტიპის ნარკოფესტივალზე რომ ითხოვდნენ ღვთისმსახურნი წყალი გაგვაყიდინეთ და შეგეშვებითო. სამარცხვინოა. ეს ერთი გამოვლინებაა იმ ვერცხლთმოყვარეობის რაც ამ ინსტიტუტის თავს ტრიალებს. აბა რით შეიძლება აიხსნას მაშ დუმილი, როდესაც ბანდიტმა ძმებმა შარანგიებმა კაზინო ზედ საპატრიარქოს გვერდით, სიონიდან რამდენიმე მეტრში გახსნეს და მამაოები ერთსულოვნად დადუმდნენ, ახლა კი ირკვევა, რომ კულტურის ძეგლს თურმე მარტო, გათოშილი გარე მოვაჭრეები ამახინჯებენ. გაქანებული გარე ვაჭრობა მიდის ვატიკანში, ნოტრ-დამთან, ვენის შტეფელის და მილანის ღვთისმშობლის მსოფლიო მნიშვნელობის ტაძრებთან და არავის გაუყრია მომლოცველები ამის გამო. ან თუნდაც ალავერდელი ბიძინისტი ეპისკოპოსი რად ღირს რომელმაც მთელი ღვინის ქარხნები და ასეულობით ჰექტარი ვენახები დაითრია. მოკლედ ან ჩვენი ღვთისმსახურნი გავლენ ბიზნესიდან და პოლიტიკიდან ან ღმერთი გავა მათგან თუ უკვე გასული არ არის. ხალხში ათეიზმს ბოლშევიზმი კი არა თვითონ ხარბი ღვთისმსახურნი იწვევდნენ ყოველთვის. სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ამ გზას ადგანან. იმედია ღმერთი დაგვიფარავს", - წერს ნათელშვილი Facebookის საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)