|
2019-01-16 11:36:23, 1280 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: უკან დახევა არ იქნება, თუ კორუფციის ნიშნებს შევამჩნევთ
თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებს, რაიონის გამგებლებსა და დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს კორუფციის წინააღმდეგ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენას სთხოვს, -ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც გასული წლის შედეგები კიდევ ერთხელ შეაჯამა. „2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი ხარჯვით ნაწილში 98%-ზე მეტია, რისთვისაც მინდა, თბილისის მთავრობას, ზოგადად, მუნიციპალიტეტის სრულ შემადგენლობას და გამგეობებს მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, აღნიშნული მიმართულებით, ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა და მუნიციპალიტეტმა დაგეგმილთან შედარებით, მეტი შემოსავლები მიიღო. ეს იყო დაახლოებით 103%, რაც 2018 წლის განმავლობაში, შემოსავლების სახით იქნა მობილიზებული და ქალაქის მოსახლეობას სხვადასხვა პროექტების განხორციელების სახით მოხმარდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაგეგმილი და უკვე განხორციელების პროცესში მყოფი პროექტები, მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარე წელი ციფრებში და თვალშისაცემი პროექტების კუთხით, გაცილებით შთამბეჭდავი იქნება. „2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. მიმდინარე წლის ბიუჯეტი ისტორიულია. პირველი კვარტლის დასრულების შემდეგ, ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს - ის დაახლოებით, მილიარდ 50 მილიონ ლარს აღემატება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 130-140 მილიონი ლარით მეტია, რაც ქალაქისთვის მეტ განხორციელებულ პროექტს ნიშნავს. მინდა წარმატებები ვუსურვო თბილისის მთავრობას და თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა სტრუქტურას, ყველა თანამშრომელს 2019 წლის საქმიანობაში. ისევ და ისევ მაქვს მოქალაქეების თანადგომის და მხარდაჭერის იმედი - თანადგომის, რომელსაც გასული წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობდით. ეს ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო, რომელიც გვაძლევდა სტიმულს, ენერგიასა და შემართებას, რომ გვეკეთებინა ის, რაც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძემ თბილისის რაიონის გამგებლებსა და მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებს მიმართა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თბილისის მერიის მიმართ საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდოს. „მინდა მივმართო მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, გამგებლებს - მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ კორუფციის წინაამდეგ ბრძოლაში. მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, თქვენს სამსახურებში ყველა გააფრთხილეთ, რომ არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუ კორუფციის ნიშნებს შევამჩნევთ. ჩემი თხოვნაა, მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ, რათა ყურადღებით ვაკეთოთ ის საქმე, რომელსაც თბილისის მოსახლეობის კეთილდღეობა და ის მნიშვნელოვანი პროექტები ჰქვია, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას უნდა წარვუდგინოთ. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა გააჩნია, მზად ვართ, ხელი შევუწყოთ, გვერდში დავუდგეთ, მაგრამ არა კორუფციისა და კორუფციის სახით. ეს კატეგორიულად მიუღებელია, რომლის წინააღმდეგაც, მკაცრი ვიქნებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)