|
2019-01-14 13:01:08, 1807 ნახვა
კომენტარი
ბესელია - მნიშვნელოვანია უვადოდ გასამწესებელ თანამდებობაზე არ იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდნენ
„მნიშვნელოვანია, შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვერ იქნებიან წარმოდგენილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ თანამდებობაზე ის მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პირველი ეტაპის მიზანი, რაც მოსამართლეთა წარმოდგენილი სიის განხილვის შეჩერებას უკავშირდებოდა, მიღწეულია, თუმცა პროცესი არ დასრულებულა. „ახლა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი, რადგან პროცესი არ დასრულებულა. ამ პროცესში მეც და ჩემი თანამოაზრეებიც და კოლეგებიც ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ეს საბოლოო მიზანი შესრულდეს და სამართლიანი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება დავუტოვოთ ამ ქვეყანას და ჩვენს მომავალს, რომ შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვერ იქნება წარმოდგენილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ თანამდებობაზე ის მოსამართლე ან ის მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს, ქმნიდნენ ამ სასტიკ რეჟიმს და იყვნენ მისი მსახურნი. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი, რომლისთვისაც შემდეგ ეტაპზე ვაპირებ ვიყო ძალიან აქტიური“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)