|
2019-01-12 11:50:59, 1534 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - პრეზიდენტმა თავი წარმოაჩინა, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა
სალომე ზურაბიშვილმა თავი წარმოაჩინა, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის გუშინდელ პრესკონფერენციას. „ჩემგან არ იქნება დღეს სწორი პრეზიდენტის შეფასება. ზოგადად მე შემიძლია აღვნიშნო, რომ მან ისაუბრა სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან სხვადასხვა საკითხზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან თავი წარმოაჩინა, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას. მე მოვისმინე ასევე ოპოზიციის შეფასებები და ეს შეფასებები არის ძალიან სამწუხარო. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს და შესაბამისად, ის განცხადებები, რომლებიც ისმოდა მათგან გუშინდელი დღის განმავლობაში, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)