|
2019-01-11 12:55:35, 1706 ნახვა
კომენტარი
იაშვილის კლინიკის დირექტორი - შემთხვევების დინამიკა კლებადია, თუმცა თებერვალ-მარტში გრიპის შემთხვევების მატებას ველოდებით
იაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკაში პაციენტების მიმართვიანობამ დეკემბრის თვესთან შედარებით, იკლო. როგორც ჩხაიძემ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, H1N1 შტამის ვირუსის პიკი პედიატრიაში ახლა გადავლილია, თუმცა მეორე ტალღას თებერვალში ელოდებიან. „დეკემბრის ბოლო კვირა ჯამური მომართვიანობა იაშვილში 483 პაციენტს შეადგენდა, იანვრის პირველ კვირაში ჯამური მომართვა 405 პაციენტი იყო. დღეს დილით იაშვილში წევს 63 პაციენტი წევს, სადაც დადგენილი გვაქვს გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადების კლინიკური ნიშნების მიხედვით. პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში - მათი რიცხვი არ შეცვლილა, დღესაც მკურნალობს სამი პაციენტი. წინა წლების გამოცდილებიდან და სტატისტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით თებერვალსა და მარტში შემთხვევების მატებას“,- განაცხადა ივანე ჩხეიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)