|
2019-01-11 11:56:42, 1598 ნახვა
კომენტარი
კახიანი ბესელიას შესაძლო გარიცხვაზე: ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა განცხადებებს გააკეთებს და როგორ იმოქმედებს
პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ დატოვებს თუ არა ეკა ბესელია უმრავლესობას, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა განცხადებებს გააკეთებს. ამასთან, კახიანის თქმით, "ქართულ ოცნებას" ბესელიას და მისი თანამოაზრეების გარიცხავზე არ უმსჯელია. „მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ეკა ბესელიამ დატოვოს უმრავლესობა არ ყოფილა და იმედი მაქვს, რომ ეს მსჯელობა არც მოგვიწევს, მაგრამ მნიშვნელოვანწილად ეს იქნება დამოკიდებული თავად ეკას ქმედებებზე. იმედი მაქვს , რომ ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში, მისი უმრავლესობიდან გაყვანის თაობაზე, თუმცა რა თქმა უდნა გუნდურობის პრინციპი, გუნდურობის იდეა უნდა იყოს დაცული და დაპირისპირება იმდაგვარ სახეს მიიღებს, რომ უკვე ერთად ყოფნა იქნება შეუძლებელი, ბუნებრივია ამის შემდგომ უკვე შესაბამისი მსჯელობებიც იქნება,“-აცხადებს გიორგი კახიანი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)