12:16 - 18 Aug, 2026
|
2019-01-10 15:49:47, 1474 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე - ვხედავთ დასჯილ ადამიანებს, რომლებმაც გაბედეს და ივანიშვილისგან განსხვავებული აზრი გამოთქვეს
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებაში" პარტიული დიქტატურა არსებობს. როგორც გოცირიძემ განმარტა, ყველა განსხვავებული აზრი პარტიაში ისჯება. "ის, რომ პარტიაში იყო შიდა დაპირისპირება, ყველასთვის იყო ცნობილი. ყველა განსხვავებული აზრი პარტიაში ისჯება და დღეს ვხედავთ ამ დასჯილ ადამიანებს, რომლებმაც გაბედეს და გამოხატეს თავის დამოკიდებულება იმ საკითებთან მიმართებაში, რომელიც არ ემთხვეოდა ბიძინა ივანიშვილის აზრს. ეს არის პირველი და რეალური შედეგი და ასევე საჩვენებელი სხვებისთვის, რომ ყველა ვინც გადადგამს საწინააღმდეგო ნაბიჯს ის იქნება დასჯილი. ფაქტობრივად „ქართულ ოცნებაში“ არსებობს პარტიული დიქტატურა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)