01:58 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-09 16:54:34, 1873 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა: ფაქტია, მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა

 „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი,  გიგი უგულავა გამოეხმაურა.

როგორც უგულავა facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ბიძინა ივანიშვილი „თიბისი ბანკის“ გენერალურ დირექტორს, მამუკა ხაზარაძე პირადად დაემუქა.

„ფაქტია, პროკურატურა დამალობანას თამაშობს და პროსახელისუფლებო მედია საშუალებებით გვამცნობს ამბებს. ფაქტია, მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა. ამდენად, კონტექსტი ამძიმებს 2008 წლის საქმის მიმართ სანდოობას. ფაქტია, ამ განცხადებამდე მამუკა ხაზარაძე ცდილობდა ივანიშვილთან ურთიერთობის არაფორმალურად დალაგებას. ფაქტია ეს არ გამოვიდა. ფაქტია, რომ ბიზნესი თავისუფლად არ/აღარ სუნთქავს. ფაქტი არაა, მაგრამ მაინც ფაქტია, რომ პოლიტიკაში ნამატი გვექნება.

ფაქტია, (მათ შორის წარსული შეცდომების გათვალისწინებით) „ევროპული საქართველო“ ერთადერთი პარტიაა, ვისაც არსებითად ესმის რა არის ბიზნესის და ეკონომიკის თავისუფლება ქვეყნისთვის. სხვა ყველაფერი ამ ეტაპზე სპეკულაციაა“, - წერს უგულავა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics