|
2019-01-08 12:37:24, 1625 ნახვა
კომენტარი
წერეთელი: მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი ქვეყნის იმიჯს აზარალებს
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარის, გიგი წერეთელის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მოსამართლეთა კანდიდატურებზე ღიად მსჯელობაა. ამასთან, წერეთელი მიიჩნევს, რომ საკითხთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ქვეყნის იმიჯს აზიანებს. „საერთოდ ამ სიასთან ატეხილი აჟიოტაჟი და ზოგადად, მოსამართლეების თემა, მგონი, ძალიან აზარალებს ჩვენს ქვეყანას, იმ იმიჯს, რომელიც უნდა ჰქონდეს საქართველოს, როგორც ქვეყანას რეფორმატორს და უპირველეს ყოვლისა, სასამართლო არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა არის დავიდარაბა იმასთან დაკავშირებით, გაიწვევენ თუ არ გაიწვევენ ამ სიას, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ასეთი ვითარებაა, როცა ამდენი პრეტენზიაა, როდესაც ასეთი უკმაყოფილებაა ამ კანდიდატებთან დაკავშირებით, შეიძლება ყველასთან არა, მაგრამ ზოგიერთთან, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს განხილული, უნდა იყოს ღია მსჯელობაც ამ საკითხზე და ამის ფორმა უნდა მონახოს ხელისუფლებამ, ეს მათი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)