|
2019-01-07 15:52:14, 1740 ნახვა
კომენტარი
სერგი რატიანი: საშობაო ეპისტოლეს გამოყენება ხდება იმისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება შეზღუდონ
"ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის შეფასებით, პატრიარქის ეპისტოლეს პოლიტიკური ნიშნით გამოყენების მცდელობა იკვეთება. რატიანი მიიჩნევს, რომ საშობაო ეპისტოლეში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული აქცენტები, შეიძლება მედიის თავისუფლებისთვის შეზღუდვების დაწესების მიზეზი გახდეს. „პრეზიდენტის შემდეგ უკვე პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს სიტყვის თავისუფლებაზე. მიანიშნებს და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი გეგმავენ რეგულაციების შემოღებას. მით უმეტეს შემაშფოთებელია, როდესაც რელიგიური მოწოდების, ამ საშობაო ეპისტოლეს გამოყენება ხდება და ვხედავთ რომ გამოყენება ხდება, პოლიტიკური ნიშნით და თავისუფლების შეზღუდვით. ეპისტოლე გულისხმობს, როგორც წესი, ურთიერთპატივისცემისკენ მოწოდებას და ჩვენ ვხედავთ, რომ ამის გამოყენების მცდელობა არის იმისთვის, რომ შეზღუდონ სიტყვის თავისუფლება", - აღნიშნა სერგო რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)