12:42 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-05 18:45:41, 1427 ნახვა

საზოგადოება
საპენსიო სააგენტოს დირექტორი: თანხების ინვესტირება მხოლოდ კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში მოხდება

 „საპენსიო შენატანები გაკონტროლდება - ყოველნაირი დაცულობა გარანტირებულია, რომ ამ თანხების ინვესტირება მოხდება მხოლოდ კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში“, - ამის შესახებ  საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ საპენსიო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებაზეც დადებით გავლენას მოახდენს.

„ეს საპენსიო შენატანები გაკონტროლდება დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურის მიერ თითოეული ტრანზაქციის დონეზე. შესაბამისად, ამ მხრივ ყოველნაირი დაცულობა გარანტირებულია, რომ ამ თანხების ინვესტირება მოხდება მხოლოდ კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში. მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ხელისუფლებამ შეიძლება, ასეთი კარგი რეფორმის რევერსი გააკეთოს და გააუქმოს იმიტომ, რომ ამას მოაქვს ძალიან დიდი ბენეფიტები მოსახლეობისთვის. უბრალოდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული, რა ბენეფიტებს მიიღებენ, როგორ იქნება დაცული მათი აქტივები და შესაბამისად, შეიძლება აქედან მოდის რაღაც კითხვები“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს - ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს
ზურაბიშვილი - ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics