|
2019-01-03 15:49:18, 1662 ნახვა
კომენტარი
ქუცნაშვილი - ჟურნალისტური საზოგადოების მოლოდინი ბესელიას სავარაუდო გარიცხვის თაობაზე არ გამართლდა
„ქართული ოცნების“ წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, გედევან ფოფხაძის იურიდიული საკითხთა კომიტეტიდან გარიცხვას 2 მიზეზი ჰქონდა. როგორც მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მოლოდინი ეკა ბესელიას სავარაუდო გარიცხვის თაობაზე არ გამართლდა. „ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება იურიდიული კომიტეტიდან ბატონი გედევანის გამოწვევის თაობაზე. აქედან გამომდიანარე, ჟურნალისტური საზოგადოების მოლოდინი, რომ ვთქვათ სხვა პიროვნებაზე განხორციელდებოდა რამე სანქცია, არ გამართლდა. რა შეეხება, ბატონი გედევანის გამოწვევის მიზეზს, აქ ორი მიზეზი დაასახელა პარლამენტის თავჯდომარემ, ერთი მიზეზი არის პროცედურული დარღვევების თაობაზე, რის თაობაზეც ფრაქციას მოახსენა ბატონმა, გაგა კახიანმა, რომ პროცენდურა უხეშად იქნა დარღველი პირველი მოადგილის არჩევის დროს. და პარლამენტის თავჯდომარემ ასევე დაასახლელა პოლიტიკური მიზეზი, რომ შეუთანხმებელი იყო ეს გადაწყვეტილება ფრაქციასთან და უმრავლესობასთან“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა. ამასთან, მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარეს კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)