|
2019-01-03 15:32:13, 1603 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: პერსონალურ გადაწყვეტილებას მოსამართლეთა მხარდაჭერასთან ან წინააღმდეგობასთან დაკავშირებით ვერ დავაფიქსირებ
"წინასწარ ჩემს პერსონალურ გადაწყვეტილებას მოსამართლეთა მხარდაჭერასთან ან წინააღმდეგობასთან დაკავშირებით ვერ დავაფიქსირებ", - ასე უპასუხა ფრაქცია " ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას უმაღლეს სასამართლოში მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს კანდიდატურასთან დაკავშირებით. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სახელისუფლებო გუნდი გადაწყვეტილებებს ერთობლივად იღებს. "ჩემი გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც დაემთხვევა გუნდის პოზიციას. ვარ ფრაქციის ხელმძღვანელი და ძალიან მიჭირს ხოლმე წინასწარ პერსონალური გადაწყვეტილების შესახებ საუბარი, რათა გავლენა არ მოახდინოს ფრაქციის სხვა წევრებზე. არც იქნება სწორი, რომ მე წინასწარ დავაანონსო რომელიმე მოსამართლეობის კანდიდატურასთან ჩემი მხარდაჭერა ან წინააღმდეგობა. მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას და მანამდე, ძალიან დიდი ბოდიში, ჩემს პოზიციებს ვერ დავაფიქსირებ", - განაცხადა მდინარაძემ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)