|
2019-01-03 12:18:09, 1541 ნახვა
კომენტარი
ქუცნაშვილი პარტიიდან ბესელიას შესაძლო გარიცხვაზე: ჭორიკანა პოლიტიკას არ მივსდევ, კომენტარს ვერ გავაკეთებ
"მე ჭორიკანა პოლიტიკას არ მივსდევ, შესაბამისად, იმ საკითხზე, რაც არ დამდგარა დღის წესრიგში კომენტარს ვერ გავაკეთებ", - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა, ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ შეხვედრაზე შესაძლოა ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი განიხილონ. როგორც მან აღნიშნა, სხდომის დღის წესრიგს პარტიისა და ფრაქციის თავმჯდომარეები განსაზღვრავენ. "ვერ გეტყვით რა საკითხებს განვიხილავთ, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს 2019 წლის პირველი სამუშაო დღეა და ფრაქცია "ქართული ოცნება" დილიდან იწყებს მუშაობას. ბუნებრივია ფრაქციის თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე შემოგვთავაზებს დღის წესრიგს და შემოთავაზებული დღის წესრიგის მიხედვით მოგვიწევს მუშაობა. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების კანდიდატურების საკითხი არ კარგავს აქტუალობას. პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩვენ საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ამ საკითხს აღარ დავუბრუნდებით. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ თანასწორობის პრინციპი უნდა იყოს დაცული და საქართველოს ყველა იურისტს მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში. იმიტომ რომ ყველა თანასწორი ვართ კანონის წინაშე", - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა. ჟურნალისტების კითხვაზე დაარღვია თუ არა გუნდურობის პრინციპი ეკა ბესელიამ, ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)