|
2015-06-16 09:51:08, 415 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის გზებზე დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია
დღეს დილიდან დედაქალაქის გზებზე, კერძოდ, მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია მარჯვენა სანაპიროზე, სადაც მოძრაობა ორმხრივად არის დაშვებული; აღდგა მოძრაობა, ასევე, თამარ მეფის გამზირიდან კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის მიმართულებით; მოძრაობა აღდგენილია 26 მაისის მოედნის მხრიდან გვირაბის გავლით მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, აგრეთვე, მარჯვენა სანაპიროდან გვირაბის გავლით 26 მაისის მოედნის მიმართულებით. რაც შეეხება ფილარმონიიდან კოსტავას ქუჩით გმირთა მოედნისაკენ მიმავალ გზას, აქ მოძრაობა ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი: ფილარმონიიდან ვარაზისხევის, ფილარმონიიდან მარჯვენა სანაპიროს, ფილარმონიიდან თამარ მეფის გამზირისა და ფილარმონიიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით. მარჯვენა სანაპიროდან, ასევე, დასაშვებია მოძრაობა თამარ მეფის გამზირის მიმართულებით. აღდგენილია მოძრაობა გალაკტიონ ტაბიძის ხიდის მხრიდან გმირთა მოედნისკენ გადამავალ ესტაკადაზე, ასევე, გმირთა მოედნის მხრიდან მარჯვენა სანაპიროზე დასავლეთის მიმართულებით გადამავალ ესტაკადაზე. ამ დროისთვის გარკვეული შეზღუდვები დროებით შენარჩუნებულია შემდეგი მიმართულებით: თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსზე; კოსტავას ქუჩიდან (საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან) ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსსა და გმირთა მოედანზე შესასვლელ მონაკვეთზე; მარჯვენა სანაპიროდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსზე. „იმისათვის, რომ დღეს დილისთვის გადაადგილება დედაქალაქში აღდგენილიყო, მთელი ღამის განმავლობაში ქუჩების მორეცხვის პროცესი მიმდინარეობდა. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადა, სანაპირო ზოლი მშრალი ხიდიდან თამარ მეფის ხიდამდე და ვარაზისხევი მორეცხეს. აღნიშნულ მონაკვეთზე „თბილსერვისის“ სპეციალური ტექნიკა მუშაობდა, რომელსაც საგანგებო სამსახურის შესაბამისი ბრიგადები ეხმარებოდნენ. მანამდე აღნიშნულ მონაკვეთზე მთელი დღის განმავლობაში დასუფთავების პროცესი მიმდინარეობდა, რომლის დროსაც ტერიტორია სტიქიისას ჩამოტანილი ტალახისგან გაიწმინდა“, – აცხადებენ მერიაში.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)