|
2018-12-28 13:01:51, 1749 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია გადადგომის შესახებ განცხადებას ბიუროს პირველივე სხდომაზე წარადგენს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ეკა ბესელია იუესტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშნვის საკითხს ეხმაურება. როგორც ბესელიამ აღნიშნა, პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანად. "ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადო დანიშნვას, წარიმართოს სწორად, სამართლიანად და გამოვრციხოთ რაიმე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში იქნება სამართლიანობასთან და ჩვენი მოსახლეობის განწყობებთან", - განაცხადა ბესელიამ. მისივე თქმით, იუტიციის უმაღლესმა საბჭომ საკუთარი გადაწყვეტილებები კარგად უნდა გაიაზროს. "შექმნილ ვითარებაში იუსტიციის საბჭომ, რომლის საქმიანობაში ჩვენ ვერ ჩავერევით და არ ვერევით, უნდა გაიაზროს კარგად გადაწყვეტილებების შესაძლო შედეგები და უნდა გაიაზროს ყველამ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ჩვენ ამომრჩეველს არჩევნების დასრულების შემდეგ ვუთხარით, რომ ჩვენ მივალთ მოსახლეობასთან უფრო ახლოს ვიდრე ვიყავით, რომ იმ პრობლემებს, რის გამოც განაწყენდა ჩვენი ამომრჩეველი, ამას ვუპასუხებთ უფრო ადექვატურად და ჩვენი ყველა ნაბიჯი ამ დაპირებების შესატყვისი უნდა იყოს. არ მინდა ავცდე იმ მთავარ ხაზს, რომლითაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა დავუახლოვდეთ ამომრჩეველს და არა დავშორდეთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ. გარდა ამისა, ეკა ბესელიას ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარადგენს. რაც შეეხება მის შემცველს ბესელიამ გედევან ფოფხაძე წარადგინა, თუმცა როგორც კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს კონსულტაციების გამართვის თხოვნით უკვე მიმართა.
ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)