|
2018-12-27 14:08:42, 1392 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ქერჩის სრუტეში რუსეთის აგრესიულ ქმედებებს გმობს
საქართველოს პარლამენტის, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ქერჩის სრუტეში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებს გმობს. ასამბლეა რუსეთის ფედერაციის აღნიშნულ ქმედებებს საერთაშორისო სამართლისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების უხეშ დარღვევად და რუსეთის მხრიდან პირდაპირი სამხედრო აგრესიის პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სამი ხელმომწერი სახელმწიფოს პარლამენტები არასდროს შეურიგდებიან რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენებით ოკუპაციასა და ანექსიას და უკანონო ქმედებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რეზოლუციის თანახმად, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას და მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ სამხედრო ქმედებებს ქერჩის სრუტეში. დოკუმენტის მიხედვით, სამი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას ხომალდების დაბრუნებისა და უკანონოდ დაკავებული უკრაინელი მოსამსახურეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, ასევე, ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვაში თავისუფალი საერთაშორისო ნაოსნობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. „საქართველოს პარლამენტის, მოლდოვას რეპუბლიკის პარლამენტის და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებზე და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულებების, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყოს უკანონოდ ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნების საშინაო საქმეების დესტაბილიზაცია და პატივი სცეს ამ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს",- ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში. დოკუმენტში ხაზგასმულია საერთაშორისო თანამეგობრობისა და სტრატეგიულ პარტნიორების მიერ შესაბამისი ზომების მიღებისა და აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოებისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვის მნიშვნელობა. „საქართველოს პარლამენტის, მოლდოვას რეპუბლიკის პარლამენტის და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის მთავრობებს, გააერთიანონ ძალისხმევა, რათა უზრუნველყონ უკრაინული ხომალდებისა და ეკიპაჟის წევრების გათავისუფლება; უზრუნველყონ ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვაში უსაფრთხო საერთაშორისო ნაოსნობა; და იმოქმედონ მათი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი დარღვევების წინააღმდეგ",- ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)