|
2018-12-27 14:05:41, 3144 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმაც დაწერა. „ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, რომ იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშულება იხილოს გამჭვირვალე პროცესი და ჩართული იყოს მოსამართლეებად მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთაში და მათ შერჩევაში. ეს პროცესი აუცილებლად უნდა წარიმართოს კრიტერიუმებით დადგენილ წესით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და უნდა იმუშაოს კომიტეტმა და პარლამენტმა იმ პროცედურების სრული დაცვით, რომელიც ამ პროცესს გახდის გამჭვირვალეს, სამართლიანს და სწორს. სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული. უნდა იყოს ყველას პროცედურა გაწერილი. სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ, სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები. მიმაჩნია, მიმაჩნდა და ყოველთვის ეს განწყობა მექნება, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, ისეთი მაღალი კვალიფიკაციის და ისეთი რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს. ჩემი მთავარი იდეალი ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა. რატომ არ გავაკეთ ეს განცხადება გუშინ. მე ველოდებოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე დღეს და ამ განცხადების შემდეგ ვაკეთებ მე განცხადებას გადადგომის თაობაზე. მე ვიტოვებ იმედს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტია, შეარჩევს და შემდეგ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას კომიტეტის თავმჯდომარედ ისეთი კანდიდატის თაობაზე, რომელიც ასევე დაიცავს პრინციპებს, იქნება შეუვალი, სამართლიანი, ძალიან ღირსეული და ფასეულობების დამცველი. მაღალი რეპუტაციის მოსამართლეების შერჩევა უვადოდ და ამ პროცესის გამჭვირვალედ, საზოგადოების ფართო მონაწილეობით წარმართვა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, ეს არის ჩვენი დაპირება, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი და ეს არის ჩვენი შვილების მომავალი. და ბოლოს, ნებისმიერი სპეკულაცია რომ გამორიცხოს და არ გაჩნდეს ზედმეტი კითხვები პარტიის ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ვამბობ პირდაპირ, ვამბობ ღიად და ვამბობ სიმართლეს - ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა პოზიცია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანად, პროცედურის დაცვით, კანონის დაცვით და გადაწყვეტილების მიღების დროს ყველას აქვს თავისუფალი ნება. ეს იყო მისი პოზიცია. მე არ ვიქნები მართალი, რომ მე თქვენ ეს არ გითხრათ. სხვა კითხვები - ვინ, რატომ, ვინ მოიაზრება, ამაზე სხვა დროს, სხვა ფორმატში, მოგვიანებით. გითხარით ის, რის თქმაც მიმაჩნია, რომ დღეს არის საჭირო. ეს არის სიმართლე და ეს არის ის რაც, საზოგადოებას არ უნდა დავუმალო", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)