|
2018-12-25 17:51:56, 1685 ნახვა
პოლიტიკა
ლილე ლიპარტელიანი კალაძეს: რატომ იყენებთ თბილისელების სოციალურ ბიუჯეტს, პარტიული აქტივის დასაფინანსებლად?!
„რატომ არ გქონდათ რეაგირება უფასო სასადილოებიდან თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ბუკლეტების დარიგებაზე, როცა ეს სოციალური ქსელით გავრცელდა?! რატომ იყენებთ თბილისელების სოციალურ ბიუჯეტს, თქვენი პარტიული აქტივის დასაფინანსებლად?!“ - ამ კითხვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა თბილისის მერს, კახა კალაძეს საკრებულოს სხდომაზე. ამასთან, ლილე ლიპარტელიანმა საქსტატის მონაცემები წარმოადგინა, სადაც სურსათსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდაა მოცემული. „საქსტატის მონაცემებით, თქვენი ხელისუფლების ყოფნის პირობებში ფასები გაიზარდა სურსათზე 20%-ით, კომუნალურებზე 18%-ით, მედიკამენტებზე 60%-ით, ჯანდაცვაზე 37%-ით. დღეს, მე მინდა დავსვა კითხვა, ამ გაძვირებული ცხოვრების პირობებში, რატომ არ ხსნით ქველიმენტებს სოციალურად დაუცველი ოჯახების ვაუჩერებზე, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა ის 106 ლარი რაც გამოყოფილია მაგათთვის სრულად აითვისონ და მითუმეტეს ამ ყველაფრისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფა არ არის საჭირო, რატომ არ ითვალისწინებთ მედიკამენტების ვაუჩერს პენსიონერებზე, რაც შემოგთავაზეთ ჩვენ მითუმეტეს, როცა ვთქვი, რომ მედიკამენტებზე ფასი 60%-ით გაიზარდა. რატომ არ ზრდით უფასო სასადილოების დაფინანსებას?! რატომ დააწყებინებეთ ბატონო მერო, სერგეენკოს ძმას მუშაობა მერიაში? რატომ არ გქონდათ რეაგირება უფასო სასადილოებიდან თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ბუკლეტების დარიგებაზე, როცა ეს სოციალური ქსელით გავრცელდა?! რატომ იყენებთ თბილისელების სოციალურ ბიუჯეტს, თქვენი პარტიული აქტივის დასაფინანსებლად?! რა საჭიროება ჰქონდა ნათია ექსეულიძეს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წარმოადგენელი იყო კრწანისში, მე-16 საარჩევნო უბანზე, როცა მას 400 ლარი ეთჯერადი სოციალური დახმარებით დაეხმარეთ და ამავდროულად, მარტოხელა სოციალურად დაუცველ დედას, ნანა ნოსაჩევასთვის 100 ლარიც ვერ გაიმეტეთ?! თუმცა დღეს მე მაქვს უმთავრესი შეკითხვა რატომ უკეტავთ გზას, ჩვენს მომავალ თაობას თავისუფალი სამყარისკენ, ბატონო მერო, რატომ გააყალბეთ არჩევნები?!“ - აღნიშნა ლილე ლიპარტელიანმა.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)