|
2018-12-25 16:15:55, 888 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მინისტრმა თავის გამოსვალში ყურადრება 2012 წლიდან დღემდე ჯანდაცვის მიმართულებით გატარებულ ძირეულ რეფორმებზე გაამახვილა. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე, რომელსაც პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები დაემატა. პრეპარატებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიიღებენ. საპენსიო ასაკის პირები, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მოქალაქეები მედიკამენტების შეძენისას მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ანგარიშში წარმოდგენილი მასალები მომზადებულია არამხოლოდ ეროვნულ მონაცემებზე დაყრდნობით, არამედ მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გლობალური ფონდის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის (HUES-ის კვლევა) შედეგების გათვალისწინებით, რომელშიც ნათქვამია, რომ 2012 წლიდან ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული ძირეული რეფორმები საგრძნობლად აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ის ძვირადღირებული სამედიცინო სერვისები, რომლებიც წარსულში მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი, დაბალშემოსავლიანი ნაწილისთვის არ იყო ხელმისაწვდომი, დღეს ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და სწორედ ამ რეფორმის წარმატებას ადასტურებს ის მონაცემები, რომლებიც ანგარიშში არის წარმოდგენილი. გაიზარდა მოსახლეობის მიერ სამედიცინო სერვისების მოხმარება, ექიმთან მიმართვიანობა. რაც მთავარია, საგრძნობლად შემცირდა ჯიბიდან გადახდილი თანხები, მაღალია მოსახლეობის კმაყოფილება. აღნიშნული კვლევა ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება და იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას ჯანდაცვის სექტორის განვითარების ეფექტიანობაზე. გარდა მიღწევებისა, ანგარიშის პრეზენტაციაზე აქცენტი გაკეთდა არსებულ გამოწვევებზე და მათ დასაძლევად დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებზე. ანგარიშში ასევე, წარმოდგენილი იყო ინფორმაცია სტრატეგიულ შესყიდვებზე დაგეგმილი რეფორმის შესახებ, რომელიც ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას საზოგადოების საჭიროებებზე მეტად მორგებულს, მიზნობრივსა და ხარჯეფექტურს გახდის. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიაზაციის წარმომადგენლები და სამედიცინო საზოგადოება.
(NS)
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
“შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)