21:32 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-25 12:48:17, 1131 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ბათუმის შემდეგ, გრიპის ვირუსით (H1N1) გარდაცვალების ფაქტი ქუთაისში დაფიქსირდა.

ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაადასტურა.

როგორც მან აღნიშნა, ორივე გარდაცვლილი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებოდა.

მინისტრმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, სიმპტომების შემთხვევაში ექიმს დროულად მიმართონ.

„დაავადების რაოდენობა მატულობს, მაგრამ საბედნიეროდ ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა და ვიმედოვნებ, რომ არც მივაღწევთ ეპიდემიურ ზღვარს. მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს გრიპის სიმპტომების დაწყება და მიმართოს ამ სიმპტომების შემთხვევაში ექიმს. გვაქს ორი ძალიან სამწუხარო შემთხვევა, ერთი აჭარაში, ერთი კი, ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო და სამწუხაროდ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics