|
2018-12-24 14:48:05, 1004 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის ბულვარში საახალწლო ბაზრობა და ინგრიდის სოლო კონცერტი გაიმართება
29-30 დეკემბერს, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში საახალწლო ბაზრობა მოეწყობა, რომელიც ორი დღის განმავლობაში დისნეის ზღაპრული სამყაროს გაცოცხლების ადგილად გარდაიქცევა. საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით გაფორმებულ ბულვარში სახალწლო განწყობა დილიდან შეიქმნება. სპეციალურად გაფორმებული ჯადოსნური თაღის გავლით სტუმრები სასაჩუქრე ყუთებით, ფოტოსტენდებით, ლოლიპოპებით, გირლიანდებით და სხვა ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებულ სივრცეში მოხვდებინ, სადაც ორი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ დააგემოვნონ მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროდუქცია, გლინტვეინი, ორცხობილები, ფრანგული დესერტი სხვა საახალწლო ნუგბარი; აგრეთვე, საგანგებოდ მორთულ ზღაპრულ საშობაო ქოხებში შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ საახალწლო თემატიკის სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები. მათთვის საინტერესო წინასაახალწლო-საშობაო პროგრამას კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები და ანიმატორები წარმოადგენენ. ბათუმის ბულვარში შექმნილ ჯადოსნურ გარემოს მთელი დღის მანძილზე დრამერების თეატრალურ-მუსიკალური მარში გააფორმებს. პატარების გამხიარულებას დღის განმავლობაში გორგოლაჭებით მოსიარულე სანტები და კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები უზრუნველყოფენ. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ სანტას, გაანდონ წინასაახალწლო სურვილები და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები. მარხილში მოკალათებული სანტა თავის მხრივ პატარებს უგემრიელესი ტკბილეულით გაუმასპინძლდება. საახალწლო ბაზრობის კულმინაცია კი პოპულარული იტალიელი მომღერლის, ინგირიდის გრანდიოზული კონცერტი იქნება, რომელიც 29 დეკემბერს 20:00 საათზე დაიწყება. მრავალი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ცნობილი იტალიური წარმოშობის ფრანგულენოვანი მომღერალი მსენელის წინაშე თავისი მუსიკალური ალბომიდან ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ორი დღის განმავლობაში საზეიმოდ მოწყობილი ბულვარი ყველა ასაკის სტუმარს უმანსპინძლებს. საახალწლო ღონისძიება ბათუმის ბულვარის ორგანიზებით იმართება.
(NS)
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
“შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)