|
2018-12-24 14:31:41, 881 ნახვა
საზოგადოება
თიბისი ჯგუფი უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემის განვითარებას იწყებს
თიბისი ჯგუფი და Allproperty.ge საქართველოში უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემის განვითარებას იწყებენ. ამისთვის, თიბისი ჯგუფი უძრავი ქონების პლატფორმის Allproperty.ge-ს 90%-იან წილს ყიდულობს. მხარეებს შორის ხელშეკრულებას დღეს მოეწერა ხელი. უახლოეს მომავალში ციფრულ პლატფორმას Allproperty.ge ბევრი ახალი ფუნქციონალი დაემატება, რაც მომხმარებლებს გაუმარტივებს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. პლატფორმა ღია იქნება როგორც ბინის გაყიდვის მსურველი ფიზიკური პირებისთვის, ისე დეველოპერებისთვის. Allproperty.ge-ზე განთავსდება გადამოწმებული და სანდო ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ. უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებული პირი, დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეძლებს შემდეგი სერვისების მიღებას: · უძრავი ქონების მოძებნა; · შედარება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით; · შეფასება; · დაფინანსების მიღება; · უძრავი ქონების გადაფორმება; · რემონტის დაგეგმვა; · ავეჯის შეძენა. თუმცა, ეს არ არის მომსახურების სრული ჩამონათვალი. ციფრული პლატფორმა მიზნად ისახავს ყველა იმ სერვისისა თუ ფუნქციონალის განვითარებას, რაც უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებულ პირს შესაძლოა დასჭირდეს, ბინის ყიდვიდან საცხოვრებლად გადასვლამდე. თიბისისა და Allproperty.ge-ს შორის თანამშრომლობა მხარეებს შორის ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს, რაც კომპანიებს მომხმარებლების სურვილებისა და საჭიროებების უკეთ გაგებასა და მათზე მორგებული შეთავაზებების გაკეთებაში დაეხმარება. Allproperty.ge-ის განვითარება თიბისი ჯგუფის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ციფრული ეკოსისტემების შექმნას გულისხმობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
(NS)
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
“შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)