|
2018-12-21 15:43:57, 1501 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი გახარიას: შეგიძლიათ თუ არა, გვითხრათ, ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი?
„რა გამოიკვეთა დამატებითი ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ მიმართულებით და შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი?“, - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოახანაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჯერ კიდევ ბევრი კითხვაა, რომლებზეც პასუხი არ მიუღიათ. „საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დავადგინეთ, რომ ამ საქმის ირგვლივ არსებობდა მთელი რიგი ხარვეზები. ჩვენ დავადგინეთ, რომ არ ჩატარდა ან ჩატარდა დაგვიანებით მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. აქედან გამომდინარე, გაჩნდა კითხვები, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაბამის მოხელეთა მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევას, კერძოდ, ვინმესთვის ხომ არ მოხდა ხელის დაფარება. აქედან გამომდინარე, მსურს გკითხოთ, შეისწავლა თუ არა აღნიშნული საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. ასევე, პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძველი დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ მოხელეთა მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და რატომ არ იწყება? ასევე მინდა შევეხო კონკრეტულ ეპიზოდს, დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, ვინაიდან ეს არის საკითხი, რომელზეც საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ მიიღო პასუხი თუ ვინ მოკლა დავით სარალიძე. ბატონი ზაზა ესწრება სხდომას დღეს და გთხოვთ, გვიპასუხოთ როგორც პარლამენტის წევრებს, ისე ბატონ ზაზას, რა გამოიკვეთა დამატებითი გამოძიების ფარგლებში ამ მიმართულებით და შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი?“, - მიმართა შს მინისტრს ოხანაშვილმა.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)