|
2018-12-20 17:36:04, 1249 ნახვა
საზოგადოება
სანიტარიული ჭრების ფარგლებში გმირთა მოედანზე არსებულ ფერდობზე ხმობადი ფიჭვები მოიჭრა
დედაქალაქში სანიტარიული ჭრების ფარგლებში დაავადებული და ხმობადი ხეების ჭრა გრძელდება. დაავადებული და ზეხმელი ფიჭვის ხეები დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარე ფერდობზე მოიჭრა. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, რომელმაც ქალაქში მასშტაბურად მიმდინარე ჭრების მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა. გიგა გიგაშვილის განცხადებით, სანიტარიული ჭრები ხე-მცენარეთა დაავადებების გავრცელებისა და ჯანსაღი ხეები დაზიანების საპრევენციოდ ხორციელდება. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დაავადებული ხეების ნაცვლად, ახალ ნერგებს დარგავს. „როგორც უკვე მრავალჯერ იქნა გაცხადებული, თბილისის მერიამ დაიწყო ისეთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარება დედაქალაქში, როგორიცაა ელდარის ფიჭვისა და შავი ფიჭვის ხმობის საპრევენციო ღონისძიებების ჩატარება. დედაქალაქში ეს პრობლემა, უკვე ძალიან დიდი ხანია, არსებობს. 80-იანი წლებიდან მოყოლებული ამ მცენარეების ხმობამ მასობრივი სახე მიიღო. შესაბამისად, წელს ჩვენ უკვე დავიწყეთ მასშტაბური ღონისძიებები, რომელიც გამოიხატება სანიტარიულ ჭრებში, რათა დაავადების გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადებული ხეები მოიჭრა, აღდგენით ღონისძიებებს ვატარებთ და ახალ ნერგებს ვრგავთ, რომლებიც უფრო გამძლე და მედეგია დედაქალაქში არსებული კლიმატური პირობებისთვის. აღნიშნულ ღონისძიებებს მასშტაბური ხასიათი აქვს და მომავალ წელსაც გაგრძელდება. სამუშაოები მოიცავს როგორც ცენტრალურ უბნებს, ისე შემოგარენს. უკვე აღწერილია, დაახლოებით, 26 ათასი ხე-მცენარე, რომლის მოჭრა აუცილებელი და სასწრაფოა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ“, - განაცხადა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა. როგორც გიგა გიგაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს, დედაქალაქში დაირგო 7 ათასამდე ხე, რომლითაც ერთი მხრივ, არსებული მწვანე საფარი განახლდა და მეორე მხრიც, დაავადების გამო მოჭრილი ხეები ჩანაცვლდა.
(NS)
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
“შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)