11:32 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 17:52:02, 1277 ნახვა

საზოგადოება
„ვისოლ ჯგუფმა“ გუდაურში სამოყვარულო „წყვილთა რბოლას“ უმასპინძლა

17 დეკემბერს „ვისოლ ჯგუფმა“ გუდაურში სამოყვარულო წყვილთა რბოლას უმასპინძლა, რომელშიც „ვისოლ ჯგუფის თასის“ მოგებისა და მიმზიდველი პრიზების მისაღებად ოთხივე ამძრავი თვლით აღჭურვილი (4WD) ავტომობილის მძღოლები იბრძოდნენ.

სანახაორბრივ რბოლაში პირველ ადგილზე გასულ ზვიად დვალიშვილს „ვიანორისგან“ „ნოკიანის“ პრემიუმ ხარისხის, მსოფლიოში ცნობილი ზამთრის საბურავების სრული კომპლექტი და „ვისოლისგან“ 200 ლიტრი საწვავი ერგო, მეორე ადგილზე გასულმა შაკო ციხელაშვილმა „ვისოლისგან“ 200 ლიტრ საწვავი და „ვიანორისგან“ ფრანგული „ტოტალის“ საავტომიბილო ზეთი მიიღო, მესამე ადგილზე გასულ დავით აბულაძეს კი 100 ლიტრი საწვავი და „ტოტალის“ საავტომობილო ზეთი გადაეცა.  
სამოყვარულო წყვილთა რბოლაში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა იღებდა მონაწილეობას, შესაბამისად, ღონისძიება 8 საათამდე გაგრძელდება. 

ცნობილია, რომ „ვისოლის“ საწვავი არ იყინება ყველაზე მკაცრი ზამთრის პირობებშიც კი, ავტმომსახურების ქსელ „ვიანორის“ „ნოკიანის“ ცნობილი ბრენდის გარდა, ზამთრის საბურავების ფართო არჩევანი კი ნებისმიერი ამინდის პირობებში ტოლს არავის უდებს. შესაბამისად, გუდაურში,  თოვლში საავტომობილო შეჯიბრის აზარტული მონაწილეები სასურველი პრიზების მისაღებად თავს არ ზოგავდენ. „ვისოლ ჯგუფის თასი“ გუდაურში უკვე მეორედ ტარდება.  

 „ვისოლ ჯგუფის“ თასის გათამაშების მხარდამჭერი იყო ხორცპროდუქტების კომპანია „ვაკე“, რომელიც ყველა მონაწილესა და მაყურებელს გემრიელი „ჰოთ დოგებით“ გაუმასპინძლდა. ღონისძიბის პარტნიორი იყო კომპანია ტრანსპორტერი - BRP-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, რომელმაც Ski-Doo ბრენდის თოვლმავლების გამოფენა მოაწყო.

შეჯიბრი ჩატარდა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (სსსფ) სპორტული კოდექსის შესაბამისად და წყვილთა რბოლის რეგლამენტის მოთხოვნით. 

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
“შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Georgia 2026 გაიმართა
პეტერბურგში ააფეთქეს მაიორი რომელიც სუმისა და ხარკოვის რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო და ბომბდამშენი დარტყმების ანხორციელებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics