|
2018-12-17 15:09:31, 894 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრები ორდენებით და მედლებით დაჯილდოვდნენ
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული 28 მეომრის ოჯახს სახელმწიფო ჯილდოები - ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენები და მედლები - მხედრული მამაცობისთვის გადაეცა. ჯილდოები დაღუპულთა ოჯახის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ გადასცეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდნენ: ვახტანგ ღვინჯილია (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი), ლევან თოდუა (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი), მერაბ ქვილითაია (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი), შოთა ფაჩუაშვილი (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი), თენგის კოპალიანი (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), შერმადინ ქობალია (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), მურმან ლეთოდიანი (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), რომან ლეთოდიანი (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), ავთანდილ გოგუა (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), რეზო ღვინჯილია (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), ხვიჩა სულაკაძე (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), ბადრი შელეგია (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), თამაზ მიქაძე (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), გიორგი თვალავაძე (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), თენგიზ ვეკუა (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), გია ლიპარტია (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), ელგუჯა მანაგაძე (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), მერაბ ზარანდია (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), რევაზ გელაშვილი (მედალი), გენადი გაბუნია (მედალი), მამუკა ჯელაძე (მედალი), დათო ბენდელიანი (მედალი), ვახტანგ ხურცილავა (მედალი), თემურ ხასია (მედალი), გია ჯახია (მედალი), გივი უგრეხელიძე (მედალი), მაცი ქირია (მედალი), ვალტერ ღვინჯილია (მედალი).
(NS)
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
“შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Georgia 2026 გაიმართა
პეტერბურგში ააფეთქეს მაიორი რომელიც სუმისა და ხარკოვის რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო და ბომბდამშენი დარტყმების ანხორციელებდა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)