|
2018-12-15 16:49:14, 1180 ნახვა
საზოგადოება
თბილისში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი იმართება
15-16 დეკემბერს, თბილისში, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „ქართული ღვინო", მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. სამინისტროს ინფორმაციით, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საფერავის, როგორც წამყვანი ქართული ვაზის ჯიშის და მისგან წარმოებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლებას მთელს მსოფლიოში. ორი დღის მანძილზე, კონკურსის ჟიურის წევრები 87 როგორც დიდი მწარმოებლის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნების 200-მდე ღვინის ნიმუშს შეაფასებენ. 12-კაციანი ჟიური ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შედგება, რომლის თავმჯდომარეა ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი. კონკურსში მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მწარმოებლები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო. საფერავი უძველესი ქართული ვაზის ჯიშია. იგი ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. მაღალი ხარისხობრივი და უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე საფერავის ჯიშის ყურძენი გაშენებულია არაერთ ქვეყანაში და მისგან მაღალი ხარისხის ღვინოები იწარმოება.
(NS)
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
“შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Georgia 2026 გაიმართა
პეტერბურგში ააფეთქეს მაიორი რომელიც სუმისა და ხარკოვის რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო და ბომბდამშენი დარტყმების ანხორციელებდა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)