01:04 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 15:56:52, 1601 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანმა უნგრელ კოლეგა ლასლო ტროჩანთან ხელი მოაწერა

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. თბილისში ხელმოწერილი მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებასა და გამოცდილების გაზიარებას. 

მხარეები ითანამშრომლებენ მართლმსაჯულების, სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის, სამოქალაქო, სამეწარმეო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და მიგრაციის პოლიტიკის სფეროში. გარდა ამისა, მხარეები ითანამშრომლებენ  დანაშაულის პრევენციისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. 

მემორანდუმის გაფორმებამდე უნგრეთის დელეგაციასთან შეხვედრაც გაიმართა.  შეხვედრაზე თეა წულუკიანმა კოლეგა მინისტრს სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად განხორციელებული მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღა გააცნო და ამავე რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, სპეციალიზებული კომერციული და საგადასახადო პალატები, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობა  − ეს ის თემებია, რომელთა შესახებაც მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს. 

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე, გოჩა ლორთქიფანიძე და გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ. უნგრეთის მხარესთან გაფორმებული მემორანდუმი ხელის მოწერისთანავე ამოქმედდება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics