00:54 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-13 12:11:06, 1090 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო - აშშ-ის და ნატო-ს მხრიდან საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადებები პროვოკაციაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, განცხადებებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერასთან დაკავშირებით "პროვოკაციულს" უწოდებს.

რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ამიერკავკასიაში რეგიონალური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა „ საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო აქტიურობაა“.

ოფიციალური მოსკოვის შეფასებით, ნატო-სა და აშშ-ის მხრიდან ბოლოს გაკეთებულმა, მსგავსმა განცხადებებმა საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომამდე მიიყვანა. 

გარდა ამისა, რუსეთმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმებმა, ქართულ მხარეს მოუწოდეს "სხვისი ინტერესების გატარება" შეეწყვიტათ და მეზობლებთან ურთიერთობები დაელაგებინათ. რუსეთის წარმომადგენელმა ე.წ საზღვარზე არსებულ სიტუაციას "სტაბილური" უწოდა, რასაც ქართული მხარე არ დაეთანხმა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics